“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა:
“სააკაშვილის და ვაშაძე ჯუნიორის დრამისგან კაი ინდური სერიალი გამოვიდოდა. .
ჩხარტიშვილიც კარგად ეწერება – ბოროტი, მდიდარი ნათესავი, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა საჭიროა.
იყო დრო ვაშაძის გინებისთვის კი არა – მისი კონკურენტის ქებისთვის, დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კომბლებით გამომეკიდნენ, რას მერჩოდნენ, ბოლომდე ვერ გავიგე – მივხვდი, რომ ამ გზით ვაშაძეს იცავდნენ.” – წერს ჩერგოლეიშვილი