“სჯობდა ისევ შუა საუკუნეებს და აბჯარს დასჯერებოდნენ”

1,257

სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი გიორგი ვაშაძემ ”ძალა ერთობაშია” დატოვა და გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა თაკო ჩარკვიანთან ერთად მიეღო.

” სოციალურმა მედიამ მალფუჭებადი გახადა პოლიტიკური კაპიტალი. საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმა, ედუარდ ბალადურმა თქვა-როდესაც პოლიტიკოსი დასაცინი ხდება, იქ სრულდება მისი კარიერაო. ეს Facebook-ის ‘ჩასკროლვისას’ გამახსენდა, ისე. ვშიშობ, რომ გზა ჩვენი ქვეყნის პრემიერობისკენ გალაკტიკაში არ გადის, სჯობდა ისევ შუა საუკუნეებს და აბჯარს დასჯერებოდნენ.”