“სიმღერაში მე ვაქრობ ცეცხლს, ეს ცეცხლი ყველაფერია, რაც ახლა მსოფლიოში ხდება” (ვიდეო)

289

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სიმღერის მესიჯი ყოფილიყო ისეთი, როგორი ადამიანიც მე ვარ, – ამბობს მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომლის „ევროვიზიის“ კლიპიც ცოტა ხნის წინ იხილა საზოგადოებამ.

“გვინდოდა, რომ ძლიერი მესიჯი გვქონოდა. არ მინდოდა, უბრალოდ მემღერა. ჩემი ხასიათიც ასეთია, ნეგატივზე ნეგატივით არასდროს ვპასუხობ. სულ სიყვარულს ვასხივებ, ასეთი ვარ ბავშვობიდან. ეს ჩემთვის ძლიერი ძალაა. სიმღერაში მე ვაქრობ ცეცხლს, ეს ცეცხლი ყველაფერია, რაც ახლა მსოფლიოში ხდება.

ტექსტშიც სუყლ ვიმეორებ, სიყვარული უნდა გადაარჩინო. სიყვარული თუ არ გაქვს, ვერაფერს გააკეთებ. ემი ხასიათიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცადეთ რომ სიმღერის მესიჯი ყოფილიყო ისეთი, როგორი ადამიანიც მე ვარ. არ მინდოდა იმაზე მემღერა, რაც ჩემგან შორსაა“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე „ახალ დღეში.“