„ვიღაც გოგო ბოლო დონეზე აფურთხებს ჩემს წიგნს“

530

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც მის წიგნზე „წითელთმიანი გოგონას დღიური“ ერთ-ერთი გოგონას უარყოფით შეფასებებს ეხმაურება.

ცისნამი საყვარლიშვილი მადლობას უხდის გოგონას უარყოფითი შეფასებისთვის, რადგან „შავი პიარიც პიარია“ და ამის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი წიგნის შეძენით დაინტერესდა.

„სქრინები გამომიგზავნეს, ვიღაც გოგოს გადაუღია ჩემი წიგნისთვის, #წითელთმიანიგოგონასდღიური ვიდეო და ბოლო დონეზე აგინებს, აფურთხებს წიგნს და მე. 😀

ხომ გაგიგიათ, შავი პიარიც პიარიაო. ოთხმა უცხო ადამიანმა მომწერა, თქვენს წიგნზე ცუდს წერენ, ყიდვა გვინდა და წაკითხვაო.

მადლობა გალანძღვისთვის მარიანა, თქვენ იმდენს იზავთ, საბას მომაგებინებთ.

წიგნი 2023 წლის 15 ივლისს გამოვიდა და ჯერ კიდევ არ კარგავს რეიტინგს.

მადლობა ყველას ვინც კითხულობს.

სიყვარულით,

ცისნამი ❤️ ❤️ ❤️“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.