მომღერალმა, აჩი ფურცელაძემ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ „სარკესთან“ რუსი და ქართველი ქალების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსმა ქალმა კაცის მოვლა იციან, ხოლო ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან.
“ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გააგსწრონ.
„საკონტროლო პაკეტს“ მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% – კაცი, 49% – ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს… კაცმა ქალთა არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის ვიდრე კაცი“, – ამბობს აჩი ფურცელაძე.