სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ გლოვობს ძაღლი გარდაცვლილ პატრონს.
ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“მეორე დღეა თქვენი ვიდეოები მხვდება, ვტირი…
ზოგჯერ ადამიანსაც არ შეუძლია ეგრე გამოხატოს დარდი!
მერე რო რამეს იტყვიან… ყველაზე ერთგულები არიან… გული მომიკვდა. ვიზიარებ…
თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამ ჯიშის ძაღლები ანგელოზები არიან დედამიწაზე…
ეს რა ვნახე, ღმერთო, რა გონიერი და ერთგულია… გული დამეწვა, გენაცვალე შენ, ცუგო…
ვისაც არ გყავთ ან არ გყოლიათ საკუთარი ხელით შვილივით გაზრდილი ძაღლი, ვერასოდეს გაიგებთ იმას, თუ რა ზომის სიყვარული შეუძლია ძაღლს. ჩემი ძაღლი გამახსენა ამ ძაღლმა…
ცხარე ცრემლით ვტირი, ოღონდ მართლა… ვიზიარებ და ამ პატარა არსების გულში რა ხდება, არავინ ვიცით…
გული მომიკვდა, როგორ განიცდის, როგორი ერთგულია, ჯავრობს…
გავსკდი ტირილით, ღმერთმა ნათელში გიმყოფოს მამიკო… შემოგევლე, როგორ განიცდის…
ვახ, ბიჭო, გული დამეწვა, ესაა ახლა ძაღლი და ზოგი ადამიანი?” – წერენ ვიდეოს კომენტარებში.