„სხვის ჩაცმულობაზე ჭორაობა უფრო დიდი გოიმობა მგონია, ვიდრე კარგად ჩაცმა“

125

დეკანოზმა პეტრე კოლხმა, რომელიც გადაცემა „პირველი სტუდიის“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო, საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „ჰქონია თუ არა სასულიერო ცხოვრების დროს ბევრი ადამიანური ცდუნება“, დეკანოზმა აღნიშნა, რომ „მისი ადამიანური ცდუნება შოპინგია“.

ვიღაცამ შეიძლება ამის გამო გამკიცხოს, მაგრამ ვაღიარებ და ყველგან ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს ყიდვა. შეიძლება ჯიბეში ორი კაპიკი მქონდეს, მაგრამ ისიც უნდა დავხარჯო და რაღაც ვიყიდო, შეიძლება არც ჩავიცვა, მაგრამ ამით ვიკლავ იმ მოთხოვნილებებს, სხვა მიმართულებით რომ არ წავიდეს ფიქრი და აზროვნება“, – აღნიშნა პეტრე კოლხმა.

დეკანოზმა ასევე ისაუბრა მოქალაქეების გარკვეული ნაწილის იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც მისი ჩაცმის სტილის მიმართ აქვთ:

„მხოლოდ ერთი ანაფორა მაქვს. ტანსაცმელი – ბრენდულიც და არაბრენდულიც, როგორ არა, უმისობაც არ შეიძლება. ჩემი თავი უნდა ვიგრძნო, უნდა მომყვებოდეს. ადამიანს თუ [საკუთარი] თავის მიმღებლობა არ აქვს, ის სხვას ვერ მიიღებს, როცა სხვას ვერ იღებენ, იმ ადამიანის მიმართ აგრესია აქვთ. პატარ-პატარა წვრილმანები, რაც ბედნიერებას განიჭებს და რაც მართლმადიდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რატომაც არა, იყოს, ვის უშლის. ამაზე ჭორაობა უფრო დიდი გოიმობა მგონია, ვიდრე ის, რომ წახვიდე და რაღაც შეიძინო“, – აღნიშნა დეკანოზმა.