„ქართველი მამაკაცები არ მიესალმებიან, რომ მეუღლე მუდმივად სახლიდან იყოს გასული“

მომღერალი ქეთი მერკვილაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა.

მომღერალმა ოჯახსა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც კარიერაზე უარი თქვა:

„ამ ეტაპზე, ჩემი ძირითადი საქმიანობა და დრო ჩემს შვილს და ოჯახს უკავშირდება.

ბავშვის დაბადებამდე ძალიან დატვირთული ვიყავი, სულ კონცერტები და გასტროლები მქონდა, ის დრო არ მენატრება, რადგან ძალიან დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს, ერთი დღეც კი მენატრებოდა, სახლში დროულად რომ მივსულიყავი.

როდესაც ოჯახი შევქმენი, პრიორიტეტები სხვაგვარად გადავანაწილე. ამ საკითხზე მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ პრიორიტეტი იქნება ოჯახი და არა კარიერა“, – აღნიშნა ქეთი მერკვილაძემ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკის საპასუხოდ, მომღერალმა ასევე თქვა:

„გულწრფელები რომ ვიყოთ, ქართველი, კავკასიელი მამაკაცები არ მიესალმებიან, რომ მეუღლე მუდმივად სახლიდან იყოს გასული. ფაქტობრივად, სახლში არ ხარ, თუ გინდა რომ მსმენელს სულ სიახლე შესთავაზო, გასტროლი გქონდეს..

ჩემთვის პრიორიტეტი ეს აღმოჩნდა – შვილთან გატერებული თითოეული დღე ისეთი სასიამოვნოა, პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი, ამ ყველაფრის გამოტოვება არ მინდოდა და ძიძაც არ ამიყვანია, კატეგორიულად ვთქვით უარი“, – აღნიშნა მომღერალმა.

ასევე იხილეთ