“ერთსა და იმავე ტაძარში დავდივართ დღეს, ერთი და იმავე ბარძიმით ვეზიარებით…“ერთსა და იმავე ტაძარში დავდივართ დღეს, ერთი და იმავე ბარძიმით ვეზიარებით“

20,013

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი მაკა ასათიანთან მეგობრობის წლებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მათი ურთიერთობა დღემდე მჭიდრო და ახლოა.

„ჩემი და მაკას ხატვის მასწავლებელი იყო გია გოგლიძე. მე და მაკა ხატვაზე გიასთან ბავშვობიდან დავდიოდით, სანამ აკადემიაში ჩავაბარებდით.

მერე, როდესაც ამ გზას შევუდექით პროფესიონალურ დონეზე, დავთქვით პირობა, რომ მე არასდროს ტანსაცმელს არ შევკერავდი და ის ფეხსაცმელს, ერთმანეთის მხარდამხარ… რაღაცნაირად მოხდა ის, რომ ამ ჩვენმა ერთობამ ხელი შეუწყო და საფუძველი ჩაუყარა მომავალში საქართველოში მოდის ინდუსტრიის წინ წამოწევას, მერე ხელოვნებად ქცევას, მის პოპულარიზაციას. საბოლოოდ, გამოგვიჩნდნენ მიმდევრები, მიმბაძველები. მერე ქართულ ბაზარზე თავისი სიტყვა თქვა ავთო ცქვიტინიძემ, რომელსაც აქტიურად ვედექი გვერდით. მერე გაჩნდნენ სხვა დიზაინერები.

ჩემი და მაკას ტანდემი დღემდე აქტუალურად დარჩა იმიტომ, რომ ერთსა და იმავე ტაძარში დავდივართ დღეს, ერთი და იმავე ბარძიმით ვეზიარებით და ჩვენი ადამიანური ურთიერთობა ღმერთთან სიახლოვეშია… ამ ურთიერთობას ვერაფერი წაშლის, რადგან ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მაკა არაჩვეულებრივი ადამიანია, უანგარო, თბილი..“, – იხსენებს დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემაში „დღის პოსტი“.