“როგორ შეიძლება გაშორდე ექვსი შვილის დედას, ჩემი მეუღლე არის გმირი, ხშირად ჩამოვდივარ და სულ ერთად ვართ“

პეტრე კოლხი გადაცემაში „პირველი სტუდია“ მეუღლეზე და ოჯახზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მეუღლე გმირია. კითხვაზე, აქვს თუ ამჟამად დაშორებულის სტატუსი, პეტრე კოლხი ამბობს, რომ არა.

„მყავს ექვსი შვილი. ჩემი მეუღლე არის გმირი. მე ვერ ვუძლებ ამ ბავშვებს, თამამად შემიძლია ვთქვა. ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ ეს გნიასი, ყიჟინა და ზედმეტი ხმაურები კიდევ უფრო მეტად მაგიჟებს. თან შვილიშვილიც ხომ შემოგვემატა, ამიტომ გავერიდე ოჯახს, შეიძლება ითქვას. ეს ჩემი სისუსტეა და ვაღიარებ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ფსიქიკა ისედაც დაღლილი მაქვს და ეს ზედმეტი ხმაურები კიდევ უფრო მაგიჟებს“, – განაცხადა პეტრე კოლხმა.

კითხვაზე, დაშორებულია თუ არა მეუღლეს, პეტრე კოლხი აცხადებს: „არა, რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაშორდე ექვსი შვილის დედას! ხშირად ჩამოვდივარ და სულ ერთად ვართ. მაგრამ იმდენად მივეჩვიე მარტო ყოფნას.. იმდენად დაიღალა ჩემი მეუღლე, რომ მე და მარიამი ვიტყვით ხანდახან რომ გავუშვათ დედა დასასვენებლად“, – თქვა პეტრე კოლხმა

ასევე იხილეთ