“თუ შენი ქვეყნის ისტორიას გადახედავ, მარტო სისხლზე ვართ დაფუძნებულები, არაფერი არ გვქონია, რითაც გავიხარებდით”

164

“შენ თუ შენი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას გა­და­ხე­დავ, მარ­ტო სის­ხლზე ვართ და­ფუძ­ნე­ბუ­ლე­ბი, არა­ფე­რი არ გვქო­ნია, რი­თაც გა­ვი­ხა­რებ­დით და ეს იქ­ნე­ბა ის, რაც ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს გა­მო­იწ­ვევს“ – ასე მი­მარ­თავს მსა­ხი­ო­ბი ჯაბა კი­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თა­მა­შის წინ. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­სა­ხებ კი­ლა­ძემ TST სპორტთან ისა­უბ­რა.

“ეს თა­მა­ში ჩემ­თვის ყვე­ლა ის ბრძო­ლაა, რაც გაგ­ვი­მარ­თია – დიდ­გო­რიც, შამ­ქო­რიც, ბა­სი­ა­ნიც, ამი­ტომ ეს უნდა გა­ა­კე­თონ. მერე რა რომ კვა­რა­ცხე­ლია არ არის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვყავს და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში შე­უძ­ლი­ათ. მთა­ვა­რია გა­ი­თა­ვი­სოთ, რომ დღეს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­გორც მწყურ­ვალს წყა­ლი უდაბ­ნო­ში.

ერ­თმა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­მო­იწ­ვია, რომ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლებ­ში ად­გი­ლე­ბი აღარ არის – თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ში მენ­ტა­ლუ­რად იმ­ხე­ლა ცვლი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოთ, რომ მთე­ლი ქვე­ყა­ნა ამას და­გი­ფა­სებთ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, თქვენ ეს უნდა გა­ი­თა­ვი­სოთ პირ­ველ რიგ­ში.

ის არ უნდა მოხ­დეს, რაც მოხ­და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ვინ არის მე­ტო­ქე, ბუცი არ მეც­ვას თუ გინ­და, დგა­ხარ, შენი ქვეყ­ნის მა­ი­სუ­რი გაც­ვია, ჰიმ­ნი გეს­მის, დამ­თავ­რდა მეტი აღარ გინ­და მო­ტი­ვა­ცია, იმ მო­მენ­ტში რამ­დე­ნი წუ­თიც მო­ე­დან­ზე იქ­ნე­ბი, უნდა იყო ლუ­ლი­დან გა­ვარ­დნი­ლი ტყვია, შენი სის­ხლი და ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩა­ი­დოს ამა­ში, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის“, – ამ­ბობს ჯაბა კი­ლა­ძე.