“მერვე კლასში ჩემი შეკერილი ფეხსაცმლებით დავდიოდი სკოლაში”

211

დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მის საქმიანობაზე ისაუბრა და გაიხსენა, როდის და რატომ დაიწყო ფეხსაცმლის დიზაინზე მუშაობა.

„მაშინ ესპადრელები იყო მოდაში, საქართველოში არსად არ იშოვებოდა. ჩემი მამიდის მეუღლე იყო სუხიშვილების მოცეკვავე და მან ესპანეთიდან ერთი წყვილი ესპადრელი ჩამომიტანა, რომელიც დავშალე, ვნახე როგორ იყო აწყობილი და გადავწყვიტე, რომ ზუსტად ასეთი შემექმნა. ამის შემდეგ საფუძვლიანად შევისწავლე ყველა დეტალი და უკვე მერვე კლასში ჩემი შეკერილი ფეხსაცმელებით დავდიოდი სკოლაში“, – იხსენებს თათა ვარდანაშვილი.