“ნელ-ნელა ოცნებებისკენ მივდივარ, რატომღაც ამ ასაკში გადავწყვიტე დიდი ნაბიჯი გადავდგა“

216

„რა მუსიკას უსმენენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქართულ რესტორნებში“ – ამ კითხვით გადაცემა „ერთი ამბავი მერიკოსთან“ აშშ-ს ეწვია.

გადაცემის ერთ-ერთი რესპონდენტი ქართველ მუსიკოსი მსახიობი, პროფესიით ექიმი თორნიკე კვარაცხელია იყო.

თორნიკე კვარაცხელია აშშ-ში ქართულ რესტორანში მუშაობს, მან საკუთარ განვლილ გზაზე გადაცემაში ისაუბრა:

„უკვე ერთი წელია, რაც აშშ-ში ჩამოვედი, მუშობა ფილადელფიაში დავიწყე და ძალიან მომწონს, ნელ-ნელა ოცნებებისკენ მივდივარ. რატომღაც ამ ასაკში გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი ნაბიჯი გადავდგა [ალბომის ჩაწერა].

სიმღერა „იავნანა“ ძალიან მიყვარს, ამ სიმღერით ხშირად ვხსნი საღამოს და კიდევ ერთი სიმღერა, ყველასთვის დაუვიწყარი რევაზ ლაღიძის სიმღერით – „თბილისო“ ვიწყებთ ხოლმე საღამოებს“, – ამბობს თორნიკე კვარაცხელია.