“დიახ სარეცხს ვრეცხავ და მეამაყება, კულინარიც კარგი ვარ და არც სწავლას და კარიერას ვაკლებ ყურადღებას“

240

მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში მის გარშემო ატეხილ “სკანდალზე”, სადაც მამაკაცის მიერ ქალის დამორჩილებაზე საუბრობს, ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

როგორც თათა განმარტავს, დამახინჯებული კონტექსტისა და ამოგლეჯილი ფრაზების გამო, მას სხვადასხვა სოციალურ ქსელში აბულინგებენ.

„მოგესალმებით ჩემო ჰეითერებო. დიახ, მამაკაცი არის დომინანტური არსება ბიოლოგიურად და მე ეს ვთქვი, ამდენი საუკუნე ეს არ იცოდით, ხომ და დიახ, მორჩილება, დათმობა და კომპრომისი არ ნიშნავს მონობას, მაგრამ თქვენ ეს რატომღაც ასე გაიგეთ. ის ვერ გაიგეთ, რომ დათმობა და კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს ურთიერთობაში“, – განმარტავს თათა.

ვიდეოს, რომელიც თათამ სოციალურ ქსელში განათავსა, შემდეგი აღწერა აქვს:

„დიახ, სარეცხს ვრეცხავ და მეამაყება, კულინარიც კარგი ვარ და არც სწავლას და კარიერას ვაკლებ ყურადღებას“.