გაიცანით ვირუსული ვიდეოს გმირი გოგი გოგოლაძე – კაცი რომელსაც ეროვნული ნაკრების არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია (ვიდეო)

210

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა გულშემატკივრის ვიდეო, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციისგან ტირის.

როგორც გაირკვა, ვირუსული ვიდეოს გმირი, გოგი გოგოლაძეა, რომელსაც ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიდან მოყოლებული, 90-იანებშიც კი ნაკრების არცერთი თამაში არ გაუცდენია.

სურამიდან ბილეთებისთვის თბილისში ჩამოდიოდა, დგებოდა რიგში.

დღეს ეს ადამიანი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარია და თავად ჰყვება ამ ემოციის შესახებ.