“რომ დავინახე მივხვდი რომ ეს მართლა ის არის… პეპლები და რაღაც აღტაცება დამემართა”

185

გადაცემა „სხვა რაკურსს“ მომღერალი მარიამ შენგელია სტუმრობდა, რომელმაც პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

„ვარ ჯანსაღ ურთიერთობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სულ სცენაზე ვდგავარ, გამოპრანჭული და მქონია, ურთიერთობები, რომ რაღაცას შევეწუხებინე. მაგრამ, ახლა ყველაფერი მაქვს დაბალანსებული. ამ ადამიანთან ამ თემაზე საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა, 1 წელია სტაბილურად და კარგად გრძელდება“, – ამბობს მარიამ შენგელია.

გადაცემაში მომღერალმა და მარიამის მეგობარმა ნუცა თოფურიამ მარიამის და მისი რჩეულის გაცნობის ისტორია მოყვა.

„გამოვდივართ ვარჯიშიდან და იქცე ჩვენი საერთო მეგობრის რესტორანია, სადაც ახალგაზრდა მამაკაცები ისხდნენ. გამოვდივართ და უცებ მარიამი გაშეშდა რამდენიმე წამით, შემდეგ ლიფტში შევედით და ამბობს ასეთ რაღაცას – „ეხლა მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ის ადამიანი, რომელიც რესტორანში იჯდა. ჩემი შეყვარებული იქნებაო“. ვეუბნები, შენ სერიალში ხარ მეთქი? მართლა ასე იყო“, – ამბობს ნუცა თოფურია.

კითხვაზე, რა იგრძნო იმ ადამიანის დანახვისას, მარიამი აცხადებს, რომ წარმოიდგინა, როგორ არის ამა ადამიანთან ყოველდღე, როგორ აცვია თეთრი კაბა და ა.შ.

„მეორე დღეს გოგოები ვიყავით ერთ-ერთ კაფეში და შემთხვევით მანდ მოვიდა. რომ დავინახე მივხვდი, რომ ეს მართლა ის არის. პეპლები და რაღაც აღტაცება დამემართა. ჩემზე 9 წლით უფროსია“, – აცხადებს მარიამ შენგელია.