“მამობა საოცრებაა, მაგრამ ჩვენი სპორტი ასეთია, პატარა მსხვერპლის გაღებაც გიწევს“

169

ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი და მისი მეუღლე მია გზირიშვილი პირველი შვილის მშობლები სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ. რამდენიმე დღის წინ მათ შვილი მონათლეს. შეგახსენებთ, რომ პატარა დათის ნათლია ხვიჩა კვარაცხელიაა.

როგორც ირკვევა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ზურიკო საკუთარ კლუბს დაუბრუნდა და ბორდოსთან ერთად მატჩიც ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ თამაშს მისი მეუღლე, მია, პატარა დათისთან ერთად ესწრებოდა.

როგორც ზურიკო დავითაშვილი აღნიშნავს, შვილის დაბადებას არ დასწრებია.

„იმ დროისთვის, როდესაც ბავშვი ჩნდებოდა, არ ვიყავი ოჯახთან ერთად. ვიყავი შეკრებაზე ბიჭებთან ერთად. მეუღლემაც მითხრა წადიო.. მამობა საოცრებაა, მაგრამ ჩვენი სპორტი ასეთია, პატარა მსხვერპლის გაღებაც გიწევს“, – აღნიშნა ზურიკო დავითაშვილმა.