ნიკო ქართველი სუსტი მამაკაცია და გვერდით ძლიერი ქალი ჰყავს“

420

ნიკო ქართველი სუსტი მამაკაცია და გვერდით ძლიერი ქალი ჰყავს, – ამის შესახებ ALL STAR-ის მონაწილე კრისტი აბაკუმოვამ პარასკევის ლაივ შოუზე განაცხადა.

ჯერჯერობით, ბზარებს მათ ურთიერთობაში ვერ ვხედავ, მაგრამ აუცილებლად გაჩნდება, რადგან ნიკო ძალიან ცუდად უყურებს ხოლმე სალოს, როცა სალო ზედმეტად ბევრს საუბრობს და ის ჩუმად არის ხოლმე. უბრალოდ, ნიკო ქართველი არის სუსტი მამაკაცი და ჰყავს გვერდით ძლიერი ქალი.

ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის, ვინ იქნება ურთიერთობაში დომინანტი, საერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ, ნიკოს აქვს პრობლემა ამაზე. ნიკო იგინება, როცა უშხვანებად მოიხსენიებენ, მაშინ „იღადავე“, თუ პრობლემა არ გაქვს…“ , – თქვა აბაკუმოვამ, რასაც სალომესა და ნიკოს მწვავე რეაქცია მოჰყვა.