წერილი ჩემს შვილს

152

ნინო ლუკმიაშვილი სოციალურ ქსელში შვილს სწერს.

წერილი, ჩემს შვილს💖

ჩემნაირი დედები, დღეს მოდაში აღარ არიან, მაგრამ იცოდე, მოდა ბრუნავს🙂

და არ შეგეშინდეს,არ დაეჭვდე…

გეტყვიან, რომ მე ბნელი ვარ…
ჩამორჩენილი,თუმცა იცი,რომ ეს ოდნავაც არ არის ასე🙂

ბნელი ვარ იმიტომ,რომ…

გასწავლი, სამშობლო ერთია და მისი გაყიდვა იგივეა,მე რომ გამიყვანო მონების ბაზარზე და გამყიდო.,იმ ფულით კი მაგარი სახლი იყიდო..
იცოდე, ვერასდროს იქნები იმ სახლში ბედნიერი…
ვერცერთხელ დაიძინებ მშვიდად…

რომ, თავისუფლებასა და თავხედობას შორის, უზარმაზარი სხვაობაა…
რომ, პატივი უნდა სცე უფროსს და როგორც არ უნდა ცდებოდეს,ენის შეტლიკინება შენი უზნეობის მაჩვენებელია…
რომ, ადგილი უნდა დაუთმო მოხუცს ყველგან, გზაზეც გადაიყვანო და ტვირთიც მიატანინო სახლამდე…
რომ, ქალს უნდა მოექცე კაცურად და თუ ის დამნაშავეა, უბრალოდ ზურგი შეაქციო და წამოხვიდე….
ქალზე ძალადობა, მხოლოდ შენი არაკაცობის მაჩვენებელი იქნება!
რომ, არ უნდა დაჩაგრო შენზე სუსტი, პირიქით,უნდა დაიცვა ..
რომ,ქვეყნიდან გაქცევა კი არ არის გამოსავალი, აქ დარჩენა, სწავლა და შენი რესურსის ამ ქვეყნისთვის გამოყენებაა სწორი…

რომ, არავის დაუხარო თავი და იამაყო შენი წარმომავლობით, გენით, კულტურით, ტრადიციით…

გახსოვდეს, რომ შენ ქ ა რ თ ვ ე ლ ი ხარ ‼️
არასდროს გაყიდო თავისუფლება‼️
გახსოვდეს, თავისუფლება ლომთა ხვედრია‼️

ფულით ვერ იყიდი მთავარს…
სიყვარულს, მეგობრობას და გულწრფელ პატივისცემას, ანუ იმას, რაც ადამიანის ადამიანობისთვის მთავარია…

რომ, დასმენა ცუდი საქციელია…
რომ, შენ მართლმადიდებელი ხარ და სჯულის შეცვლა შენს ხუშტურებზე,არ შეიძლება….
რომ, შენი სქესი, ღმერთმა განსაზღვრა და არც მის საქმეში ჩარევაა შენი საქმე…

რომ, პატივი უნდა სცე განსხვავებულ აზრს, მაგრამ უპირობოდ არ უნდა მიიღო ის…

ბევრი რამე არ მახსენდება კიდევ, რითიც ბავშვობიდან გიბურღავ ტვინს🙂

ახლა აღარაა ეს მოდაში და შესაბამისად არც დედაშენი, მაგრამ მეც ერთი ვარ და ვერ შემცვლი🙂

მშობლის და ოჯახის პატივისცემა არ ტეხავს, პირიქით🙂

სულ ეს იყო ალბათ და არჩევანი,შენზეა🙂

მიყვარხარ💖💖”