“რაც ჩემმა მეუღლემ ჩემზე ამაგი დადო, იმის საკადრისი ჯერ სიტყვა არ მითქვია”

ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ სტუმრობდა, სადაც მეუღლესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განცხადებით, ხშირად უძღვნის მეუღლეს ლექსებს, თუმცა იმ ამაგის საკადრისი, რაც ქალბატონს ტარიელის მიმართ აქვს, როგორც ქართველი პოეტი ამბობს, „მისი საკადრისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს“.

„ჩემი მეუღლის გაცნობის დღიდან, ამ ქალმა გააკეთა ის, რასაც არცერთი ქალი არ გააკეთებდა.. როცა ამბობ ოჯახში, რომ ჩემთვის ყველაზე მაღალი პოეზიაა და დანარჩენი სხვა.. ჯერ სამშობლო, მერე ღმერთი და მერე პოეზია – ეს არის ჩემთვის სამი ყველაზე ღირებული. ჩემმა მეუღლემ ეს მაპატია და უპირობოდ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ..

სულ ვუძღვნი ხოლმე ჩემს მეუღლეს ლექსებს მაგრამ, რაც მან ჩემზე ამაგი დადო, იმის საკადრისი ჯერ სიტყვა არ მითქვია“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

ასევე იხილეთ