„ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ, ბედნიერი ვარ,“ – ამის შესახებ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნუცა ბუზალაძემ ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დიდი მადლობა ყველას, რომ მენდნენ. ვგრძნობდი ენერგიას სცენაზე. მადლობა, რომ დამაჯერეთ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება. ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ. ბედნიერი ვარ.
ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით, საქართველოთი. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. მინდოდა, მეჩვენებინა ის ცეცხლი, რომელიც ქართველებშია. სცენაზე ვგრძნობდი ჩემი ქვეყნიდან ენერგიას, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ ნომერზე და ყველას დიდი მადლობა ასე მუშაობისთვის.
როდესაც ასე მუშაობ, ეს შრომა ყოველთვის შედეგის მომტანია. ეს იყო ჩემი ოცნება“, – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ პრესკონფერენციაზე.