„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილი ერთ-ერთ პაემანს იხსენებს, რომელიც არც ისე სასიამოვნოდ დასრულდა.
„მირეკავდა ყოველ დღე, ვსაუბრობდით აბსოლუტურად ყველაფერზე… შეხვედრის დღეც მოვიდა, სამი საათი ვიკეთებდი მაკიაჟს… უცნაურ ადგილას დამინიშნა შეხვედრა, არც კი გამომიარა… არ გამომიარა კი არა, მე ვიყავი ეგეთი, არ ვაწვალებ, ისე გავალ მეთქი. სადღაც პარკში შევხვდი. ტაქსით წავედი. გამარჯობის ნაცვლად, პირველივე დანახვაზე მისი რეაქცია ასეთი იყო – შენ ფოტოშოპს იყენებდიო?! რანაირად ვიყენებდი ფოტოშოპს, ვიდეო კამერით ვსაუბრობდით-მეთქი… იმაზე მსუქანი ხარ, ვიდრე კამერაში ჩანდიო… ენა გადავყლაპე…
ახლა „სთორებში“ მიზის 24/7-ზე. გამარჯობას გამარჯობაზე მწერს, დილა მშვიდობისას – დილა მშვიდობისაზე… მერე მე მივწერე, ფოტოშოპს ხომ არ მხარობ-მეთქი… “ – იხსენებს სოფი