“ულამაზესი წყვილი” – ნახეთ ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძის ახალი ფოტოები

618

ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სპორტსმენი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე, “სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძე შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი: დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ.

ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში ორჯერ, 2017 და 2018 წლებში გახდა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა და კაპიტნობდა.

თიკა ალავიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ოჯახურ კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ის მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს: