როდის და რატომ გადაწყვიტა ლიზა ყენიამ აშშ-ში წასვლა

222

მომღერალი ლიზა ყენია გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა როდის და რატომ გადაწყვიტა აშშ-ში წასვლა. მისი განცხადებით, საზღვარგარეთ წასვლა ბავშვობიდან უნდოდა, რადგან ეს მისი შესაძლებლობებისათვის და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

ლიზა ყენიას თქმით, ის გამოცდილება, რასაც უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრებით და კარიერული კუთხით იღებ, შენს ქვეყანას უნდა მოახმარო.

„ყოველთვის, ღრმა ბავშვობიდან ჩემს ფიქრში იყო ის, რომ მე უნდა წავიდე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ის, რომ ყველა ადამიანს სჭირდება, რაღაც გარკვეული დროით მაინც წავიდეს იქიდან, სადაც ყველაფერი ნაცნობია და გავიდეს კომფორტის ზონიდან.

თუ გინდა ისწავლო გადარჩენა, ბრძოლა.. განვითარდე მენტალურად, ფიზიკურად, კარიერული კუთხით, უნდა ნახო რაღაც უფრო ბევრი და შენს ქვეყანას უნდა გასცდე. ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანს მიეღო ეს გამოცდილება. მაგრამ, როცა იზრდები ეს გამოცდილება შენს ქვეყანას უნდა მოახმარო, რომელსაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება“, – აცხადებს ლიზა ყენია.