“ბევრ ადამიანს ეგონა რომ ოპერაციას არ მიკეთებდა… ძალიან მინდა ისევ ისეთი ვიყო, როგორც ადრე და ამაში ქალბატონი ციცინო მიდგას გვერდში“
მარიამ ტატანაშვილი საზოგადოებამ ავარიის შემდეგ გაიცნო. მარიამი საბედნიეროდ გადარჩა. ცოტა ხნის წინ ის გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც პლასტიკური ქირურგი, ციცინო შურღაია დაპირდა, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა მარიამისთვის ძველი გარეგნობის დაბრუნებას.
„ეს არის ციცინო შურღაია პლასტიკური ქირურგი, რომელიც შემპირდა უსასყიდლოდ ყველა ოპერაციის გაკეთებას, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა. ბევრ ადამიანს ეგონა , რომ ციცინომ უბრალოდ „ნოეს შოუში“ გაუკეთა თავის თავს რეკლამა და მე ოპერაციას არ მიკეთებდა. ეს ასე არ არის. მანამდეც მედო ვიდეოები, სადაც ვამბობდი, რომ როდესაც კბილებს დავასრულებდი, მაშინ მივიდოდი ქალბატონ ციცინოსთან და კბილებიც დავასრულე და დღეს ვიყავი მასთან კავკასიის მედიცინის ცენტრში, თვითონ ქალბატონმა ციციონომ მნახა სახეზე რეები მქონდა გასაკეთებელი. გადავიღე კატე და ეხო სახეზე ყველა ანალიზები შეკრიბა და მიაქვს რუსეთში(მოსკოვში), რათა კონსილიუმი მოაწყონ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მიიყვანონ ჩემი სახე იმ დგომარეობამდე, რა მდგომარეობაც მქონდა ავარიამდე ,რაც არის ჩემი დიდი ოცნება, ძალიან მინდა, ისევ ისეთი ვიყო, როგორც ადრე და ამაში ქალბატონი ციცინო მიდგას გვერდში.
ყველაფერს ცდილობს, რომ მე გამახაროს. კონსილიუმის შემდეგ გადაწყდება ზუსტად რას და როგორ გავიკეთებ და ოპერაცია გაკეთდება ან საქართველოში ან მოსკოვში. ამას თვითონ ქალბატონი ციცინო გადაწყვეტს და რაც შეეხება კონკრეტულად მარცხენა თვალის ოპერაციას ანუ მხედველობის აღდგენას კავკასიის მედიცინის ცენტრში ეგ არ გამიკეთდება, რადგან მე თვითონ ვთქვი იმ ოფთამოლოგებთან ოპერაციის გაკეთებაზე უარი. ველოდები ჩემს ექიმს მიხაილო გაურას და ადამიანებს მოვუწოდებ ნუ გამოაქვთ უაზრო დასკვნები, როდესაც სიტუაცია არ იციან.
მადლობა ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ციცინოს“, – წერს მარიამ ტატანაშვილი სოციალურ ქსელში.