7 წლის ნუკრი ბოლქვაძის შესრულებული „ცეკვა-თამაში“ სოციალურ ქსელს იპყრობს

750

7 წლის ნუკრი ბოლქვაძე საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებით გაიცნო – ის ცეკვებს საოცარი ოსტატობით და არტისტიზმით ასრულებს.

ბათუმში მცხოვრები ნუკრი ბოლქვაძე ანსამბლ „ჩვენი შვილების“ წევრია და ხშირად ასრულებს სოლო პარტიებს. ამჯერად პატარა მოცეკვავე სტუმრობდა „დღის პოსტს“, სადაც ილიკო სუხიშვილის „თამაში“ იცეკვა.

„უნიჭიერესი ვაჟკაცი“, „მაგიჟებს ეს უნჭიერესი ბიჭი“, „კარგზე კარგი ხარ“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებებლები.