“შენი ჭირიმეეე… აღარ მინდა არა…“ – ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ლეგენდარული ბებიის სახალისო კადრებს აქვეყნებს

573

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე რამდენიმე ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის განმავლობაში, ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. ის ცოცხალი ლეგენდაა .

ნანი, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 87 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. 

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე ბებიის და შვილის კადრებს გვიზიარებს – პატარა სანდრო დიდ ბებოს ყვავილებით ანებივრებს.