მეუღლესთან დაპირისპირების შემდეგ სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

270

მეუღლესთან დაპირისპირების შემდეგ სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს.

„ეს ვიდეო ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ვერ გაიაზრა, ის რომ ეს არის „რეალითი“ და ადამიანებისგან უნდა მოითხოვონ რეალური გრძნობები, რეალური ემოციები. მინდა გითხრათ ყველა ემოციურ ადამიანს, რომ ნუ მოგერიდებათ, ნურც თქვენი ტირილის, ნურც თქვენი აწეული ტონის, ნურც ცრემლების, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი  ემოციაა. ადამიანები სწორედ იმიტომ ვართ, რომ გვაქვს ჩვენი ემოციები, მე გააზრებული მაქვს, რომ ვარ რეალით შოუში და მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვიყო რეალური. მე არ შევსულვარ სადღაც სპექტაკლზე, სადაც შემიძლია რაღაცეები ხელოვნურად გავაკეთო. ჩემო ყველა ემოცია აბსოლუტურად მაკმაყოფილებს და არ მჭირდება თქვენს წინაშე ვიყო წარმოსახვითი. ნიკოს რაც შეეხება, შეიძლება ბევრჯერ ვიჩხუბოთ და შევრიგდეთ, ამიტომ ცრუ იმედები ნუ გექნებათ ამასთან დაკავშირებით, ცოლ-ქმარს შორის მოსულა“, – ამბობს სალომე უშხვანი ვიდეოში.