მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა მორიგი ძვირად ღირებული საჩუქარი მიიღო. როგორც მისი სოციალური ქსელით ირკვევა, „ჰერმესის“ ჩანთებზე შეყვარებულია და სწორედ ამ ბრენდის ჩანთას გვიზიარებს „ინსტაგრამზე“.
კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და შორენამ ბევრი კომპლიმენტი მიიღო:
„შორე, როგორ გიყვარს ეგ ჩანთა და მხოლოდ Შენ გიხდება“; „შეუდარებელი, შეუფასებელი, უმშვენიერესი, უსაყვარლესი, მიმზიდველი, მომხიბვლელი და მომაჯადოებელი გოგო ხარ, შორე“; „ყურება რომ არ მოგბეზრდება, ისეთია“ – წერენ მისი გამომწერები.