ესპანეთში, სავარაუდოდ, ქმრის მიერ მოკლული ქალი 33 წლის ნათია გულბანია. შემთხვევა ბარსელონაში. 2 ივნისს მოხდა.
გარდაცვლილი ქალის მეზობლები ჰყვებიან, რომ ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლის ბინიდან ჩხუბის ხმა შემოესმათ და პოლიცია გამოიძახეს.
ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ თავდაპირველად, გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, თუმცა, გარდაცვალების ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, შესაძლოა, ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა.
5 ივნისს, ბარსელონის ქალთა მიმართ ძალადობის მეოთხე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 32 წლის კაცს ცოლის აივნიდან შესაძლო გადმოგდების ბრალდებით.
ახლობლები ამბობდნენ, რომ წყვილი ხშირად შორდებოდა და რიგდებოდა. მათივე თქმით, ბიჭმა ხელი 2 კვირის წინ სთხოვა.