„ჩაჩავას კლინიკა“ ოფიციალურ გვერდზე ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.
ახლად დაბადებული ჩვილი ფოტოზე ერეკლე როსტომაშვილია, რომელიც 4 აგვისტოს დაიბადა. მისი დაბადების წონა 5 კილო და 250 გრამი, ხოლო სიმაღლე 55 სმ-ია.
„ჩაჩავადან პირდაპირ – სკოლაში“- ასე დაასათაურეს პატარაე ერეკლეს ფოტოები, რომელსაც უამრავი მილოცვა ახლავს თან. „ჩემი ბომბორა“, „გენაცვალე რა საყვარელი და ბუშტი ხარ“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
„ფორტუნა“ ულოცავს მშობლებს პატარას დაბადებას და ბედნიერ ბავშვობას უსურვებს.