“ძალიან გთხოვთ ნუღარ აზიარებთ ვიდეოებს“ – ქართველი “ჰალკი“ მიმართვას ავრცელებს

222

გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც, ავტორების მტკიცებით, „ქართველი ჰალკის“ ლევან საგინაშვილის ქორწილიდან კადრები იყო ასახული.

მოგვიანებით, სპორტსმენმა დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მეგობრებო, პატარა გაუგებრობას აქვს ადგილი – ჩემი ძმის ქორწილი იყო და ძალიან გთხოვთ, ნუღარ აზიარებთ ვიდეოებს“, – წერს ლევან საგინაშვილი.