“ჩემმა ახლანდელმა ქმარმა ეკრანიდან შემიყვარა, სამჯერ დავშორდით და მაინც ავირჩიეთ ერთმანეთი“
ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელშიც იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ის ბულინგის მსხვერპლი იყო და ამასთან, ჰყვება ისტორიას, რომელიც ბულინგთან გასამკლავებლად მიიღო ცხოვრებაში, რამაც საბოლოოდ სირთულეები გადაალახვინა.
„ბულინგის მსხვერპლი ყოფილხარ?
მე კი…
ამის გამო ბევრი კომპლექსი ჩამომიყალიბდა: არ ვიღებდი ჩემს თავს, გარეგნობას და ხმას. პოპულარობასთან ერთად ჩემი კომპლექსები ძლიერდებოდა და ხალხის გარკვეული ნაწილის მხრიდან ჩემი დაცინვაც.
მაგრამ არ გავტყდი და გადავწყვიტე შემეცვალა ჩემი ბედი.
ნელ-ნელა მაყურებელმა, რომელიც თავიდან დამცინოდა, ჩემი მოსმენა დაიწყო. მე გავძლიერდი, ვისწავლე სირთულეების გადალახვა და ამაში ჩემი ქმარიც დამეხმარა.
როცა გოგა გავიცანი ლიტუკა სამი წლის იყო. მაშინ საქართველოში პირველ რეალითი შოუში ვმონაწილეობდი „ჯეო-ბარში “ და ჩანაფიქრი მქონდა, რომ ჩემ პირველ ქმარს , ლიტუკას მამას ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა. ცოტამ თუ იცოდა, რომ მაღალი რეიტინგის მიღმა, მაშინ ოჯახურ კონფლიქტებს, დედამთილთან უთანხმოებებს და ნაადრევად დაქორწინების სირთულეებს გავდიოდი.
მოულოდნელად მოვლენები შემოტრიალდა, როდესაც ჩემმა ახლანდელმა ქმარმა რეალითი შოუში დამინახა და ეკრანიდან შემიყვარა.
როცა ერთხელ წალკაში ვიყავი, ტყეში სიბნელეში შევეჯახე ვიღაც გოგოს, ბოდიში მეთქი და მან ინგლისურად მიპასუხა, არაუშავსო, ეს იყო კირა ნაითლი. ჩვენ რონალდოც გადაღებული გვყავს, ენდი გარსიაც, სტინგიც
მაშინ მე მას არ ვიცნობდი, მას კი თურმე უკვე ვუყვარდი.
ბევრი მცდელობის მიუხედავად პირველ ქმართან, ოჯახი ვერ შევინარჩუნე .
მაშინ მარტოხელა დედა ვიყავი და ვეძებდი სამსახურს. დავრეგისტრირდი ფოტოგრაფების ფორუმზე. სად იყო ფეისბუქი და ინსტაგრამი. კოლეგებმა მირჩიეს ქართული ფოტოფორუმი „ბოკე“.
ჩემმა მომავალმა ქმარმა, რომელიც აღმოჩნდა ამ ფორუმის მოდერატორი, შემომთავაზა ფოტოშოპის სწავლება, ეს იყო ჩემს ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.
ჩვენ 20 წელია ერთად ვართ. ეს ურთიერთობა ადვილი არ იყო ჩვენთვის. ორივე ლიდერი, ხშირად ვჩხუბობდით. გარშემომყოფებისთვის ჩვენი ფოტოსესიები ერთგვარი შოუ იყო, სადაც ნაკანი-მამასახლისის კინკლაობის მიუხედავად, ჩვენ სიცილსა და აღტაცებას ვიწვევდით ხალხში.
საბოლოოდ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და გადავლახეთ სირთულეები . დღეს ერთგული მეგობრები ვართ და გვესმის დროისა და არჩევანის ფასი. სამჯერ დავშორდით და მაინც ავირჩიეთ ერთმანეთი. უფრო და უფრო ვაფასებთ ერთმანეთს და განშორება გახდა ის კატალიზატორი, რამაც გვიბიძგა გადაგვეხედა იმ ზიანისთვის რაც ერთმანეთს მივაყენეთ და შეგვექმნა ერთობლივი ცხოვრების უკეთესი ვერსიის შესაძლებლობა“, – წერს მარი ნაკანი.