Geo Team • ჯეო თიმი-ის „იუთუბ“-გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე გულშემატკივრების დასმულ კითხვებს პასუხობს, მათ შორის იმის შესახებ, ნაკრებში ყველაზე მაგრად ვინ მღერის, რა გააკეთა, როცა 26 მარტს საბერძნეთთან მატჩი მოიგეს, ჰყავს თუ არა შეყვარებული და დადის თუ არა კლუბებში.
„არსად არ ვერთობი, არსად დავდივარ, სულ სახლში ვარ.როცა სეზონი მთავრდება და დასვენების პერიოდი მაქვს, რასაც მინდა, იმას ვიზამ… თუ ვინმე რამეს ილაპარაკებს, ეს ჩემი პრობლემა არ არის… გართობა დიდად არც მიყვარს…“