ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის ასევე მსახიობი ქალიშვილი ნინო ნინიძე მაქს ვიტორგანთან დაშორების შემდეგ, ისევ შეყვარებულია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსეთში მცხოვრებმა მსახიობმა 13 ივლისს საკუთარ დაბადების დღეზე საყვარელი ადამიანების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც იყო მისი ბავშვობის ფოტოები დედასთან და ვიდეოები, რომლებიც შვილთან ერთად სხვადასხვა დროს გადაიღო.
თუმცა, თაყვანისმცემლების ყურადღება მომღერალ ეტო ლეონთან(ალექსეი ლისაკოვი) გადაღებულმა ფოტოებმა მიიპყრო. მომღერალი პარიზში ცხოვრობს.
2022 წლის სექტემბერში ერთობლივი სიმღერა “Burden” გამოუშვეს, მაგრამ მხოლოდ ახლა გაამხილა ნინომ მათი ურთიერთობის საიდუმლო. გარდა ამისა, თაყვანისმცემლებმა მსახიობის თითზე ბრილიანტის ბეჭედი შეამჩნიეს და ვარაუდობენ, რომ მათი ურთიერთობა უკვე შორს არის წასული.