“ჩემი არდადეგები დასრულებულია“

127

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარ მცველი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში დაბრუნდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

ჩემი არდადეგები დასრულებულია და დღეს ესპანეთში დავბრუნდი. თბილისის აეროპორტში ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს შევხვდი.

მადლობა მას, ასეთი უშუალობისთვის, სასიამოვნო იყო მისი პირადად გაცნობა.

მინდა, ყველა ქართველ სპორტსმენს ოლიმპიურ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, გაეკეთებინოთ თავიანთი მაქსიმუმი და ესახელებინოთ ჩვენი საქართველო. ყველა მათგანს სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნებას ვუსურვებ,“- წერს ქოჩორაშვილი.