უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენს ქვეყანაში მთავარი სასაუბრო თემა ფეხბურთი და ფეხბურთელებია. ახლა ყველას აინტერესებს არა მხოლოდ მათი კარიერული წარმატებები, არამედ მათი პირადი ცხოვრებაც.
ნახეთ, რა პროფესიის არიან ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები და რას საქმიანობენ ისინი:
ელენე ეპიტაშვილი – გიორგი მამარდაშვილის მეუღლე
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო და ვიდეო-გადაღებებში. მასთან არაერთი ცნობილი ბრენდი თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ლინდა კიკოლაშვილი – გიორგი გველესიანის მეუღლე
გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. ლინდა კიკოლაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, მაგისტრის ხარისხი კი ბიზნესის მენეჯმენტში აქვს. ლინდა ჰოლივუდის კინოაკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტია. დაკავებული ცხოვრების მიუხედავად, ლინდა ახერხებს მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყოს.
სალი კერატიშვილი – საბა ლობჟანიძის მეუღლე
საბა ლობჟანიძის მეუღლე , დაოჯახების შემდეგ, ლიკამ მოცეკვავის კარიერა აღარ გააგრძელა. წყვილს სამი შვილი ჰყავს და ლიკა მთლიანად მათი აღზრდითაა დაკავებული”
მარიამ ჩავლეიშვილი – ოთო კაკაბაძის მეუღლე
მარიამ ჩავლეიშვილი საფეხბურთო კლუბ „კრაკოვიასა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველის, ოთო კაკაბაძის მეუღლეა. მარიამი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში – “ინსტაგრამსა” და “ტიკ-ტოკზე” და ვიდეოებს აუდიტორიას ხშირად უზიარებს.