“გვიწერენ, უჭირდათ და ამერიკაში როგორ გაგზავნა შვილიო… თავდაცვის სამინისტრო გვაფინანსებს” – ანწუხელიძის მეუღლე შვილის აშშ-ში სწავლაზე

319

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ვაჟი ლე­ვა­ნი სწავ­ლას კა­ლი­ფორ­ნი­ის უმაღ­ლეს ლუ­თე­რა­ნულ სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლებს (California lutheran high school). ის სამ­შობ­ლო­დან სას­წავ­ლებ­ლად მარ­ტო გა­ემ­გზავ­რა.

გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე, მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან ამბობს:

ლე­ვა­ნი უკვე ჩა­ვი­და კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, სა­დაც ის ორი წელი ის­წავ­ლის უმაღ­ლეს ლუ­თე­რა­ნულ სკო­ლა­ში (11-12 კლასს იქ და­ამ­თავ­რებს), თან კა­ლათ­ბურთს ითა­მა­შებს. ლე­ვანს კა­ლათ­ბურ­თი ძა­ლი­ან უყ­ვარს, 3-4 წე­ლია, რაც თა­მა­შობს და იმ სკო­ლა­ში ასე­თი პი­რო­ბით წა­ვი­და, რომ თან კა­ლათ­ბურთს მი­ხე­დავს, ამი­ტომ ავარ­ჩი­ეთ ეს სკო­ლა.

სწავ­ლის თან­ხებს ჩვენ სად შევწვდე­ბო­დით, ეს ყვე­ლა­ფე­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით და გვერ­დში დგო­მით მო­ხერ­ხდა, ლე­ვა­ნის სწავ­ლას ისი­ნი აფი­ნან­სე­ბენ. კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, ძა­ლი­ან უჭირ­დათ და ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს შვი­ლის გაგ­ზავ­ნაო. ჩვენ არა­ფე­რი გა­დაგ­ვიხ­დია, ყვე­ლა­ფე­რი და­ფა­რა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ (სწავ­ლის და სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ფა­სუ­რი).

გა­დახ­და ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა და წე­ლი­წად­ში 60 ათას დო­ლა­რამ­დე, ან მეტი იქ­ნე­ბა, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი ზუს­ტად არ ვიცი… ლე­ვა­ნი 12 აგ­ვის­ტო­დან იწყებს სწავ­ლას, ვერ და­ე­ლო­და გი­ორ­გის და­ბა­დე­ბის დღეს – 18 აგ­ვის­ტოს… მან ენა სა­უ­კე­თე­სოდ იცის, არ გა­უ­ჭირ­დე­ბა, ზო­გა­დად, ლე­ვა­ნი, კარ­გი ბი­ჭია, კარ­გად სწავ­ლობს და იმე­დი მაქვს, სა­დაც იქ­ნე­ბა, ყველ­გან გვა­სა­ხე­ლებს.“