“სულ იღიმოდი… მაგარი კაცის სახელი გქონდა ბათუმში“

115

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმელი ახალგაზრდა თორნიკე კურცხალიძე დაიღუპა. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ბიჭი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ელექტრობოძს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოტოციკლისტი გარდაცვლილი დახვდა.

„თოკო, დაუჯერებელია შენი წასვლა. უფალმა ნათელში გამყოფოს…“ ; „სულ იღიმოდი, მაგარი კაცის სახელი გქონდა ბათუმში… მოუშუშებელი ტკივილი ოჯახის, უბნის, გვარის, მეგობრების…“  – წერენ ახლობლები.