“იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი წლების მანძილზე”

134

მსახიობმა მარინა კახიანმა გადაცემა ,,შუადღის” ეთერში მეუღლე, გია მატარაძე გაიხსენა და პირად ურთიერთობებზე ისაუბრა.

„იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი წლების მანძილზე. როდესაც ძლიერი სიყვარულია, არ აქვს მნიშვნელობა ვინაა, მშობელი თუ მეუღლე, არავინ არსად არ მიდის და ეს კავშირი შენთან რჩება. უბრალოდ ცდილობ ტკივილი მიაძინო და სხვა რამეში გადაიტანო.

ხანდახან არტისტები ამას ვიყენებთ კიდეც. გია ჩემი უმთავრესი მამაკაცი იყო. ეს ერთდღიანი და ერთწლიანი ურთიერთობა არ იყო. ჩვენ 12 წელი ვიყავით ერთად. ეს არც ცოტაა და არც ბევრი. ხანდახან ურთიერთობები ინგრევა. სანამ გია ავად გახდებოდა, მანქანის ხმა გავიგე, აივნიდან გადავიხედე, გია დავინახე და გული ამიჩქარდა, ჩემს თავს ვკითხე, შენ ახლა შეყვარებული გოგონა ხარ თუ, უკვე 10 წელი ცოლ-ქმარი”, – საუბრობს მარინა კახიანი.