“2 წლისაც არ იყო, შეთხვევით სუფრაზე შამპანიურის ჭიქა გატყდა და…” – მამუკა ჩარკვიანი იუბილარია

1,198

თაკო ჩარკვიანი ძმას, მომღერალ მამუკა ჩარკვიანს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს.

“დღეს ეს კარგი კაცი – მამუკა ჩარკვიანი დაიბადა( მე სანამ დავიბადებოდი ჩარკვიანებში🧐😊😘)დედასგან ვიცი, რომ 2 წლისაც არ იყო, შეთხვევით სუფრაზე შამპანიურის ჭიქა გატყდა და რაღაცნაირი სასიამოვნო ზარის ხმა – მუსიკალური ბგერა მოჰყვა შუშასო, გადაჰყვა იმ ჭიქას ,იმის ხმას მამუკა, ძინ, ძინ , ძინ იძახდა ვერ გავაჩერეთო და დედაჩემმა ანუ ( დედაჩემის დედამ თამარმა) საოცარი ქალი იყო, მიხვდა და მეორე ჭიქა განზრახ გაატეხინა, მე შევწუხდი და ვუთხარი დედა რატომ აკეთებ, ეგონება რომ მომავალშიც უნდა დაამსხვრიოს კიდევ თქო, (ყვება დედაჩემი), ბებია ექიმი იყო და ძალიან კარგი ექიმი თან და დედასთვის უთქვამს: ირმა ეს ხმას მისდევს და ეს ხმა დაამახსოვრდება მთელი ცხოვრებააო, ყველაფერი წარმავალია ამ ქვეყნად და ამ ხმას არასოდეს დაივიწყებსო, მართლა სულ ამბობდა რომ წამოიზარდა მამუკა , მახსოვს ბუნდოვნად ის ქალი ჭიქები რომ დამამტვრევია და ის ხმა არ მავიწყდებაო( ბებია ადრე გარდაიცვალა მე ვერ მოვესწარი ამ საოცარ ქალბატონს)🙏😭❤️მას შემდეგ მამუკამ და მე სულ ვიცით, რომ ყველაფერი მატერიალური არაფერია….. ჰოდა ეს ბიჭი გაჩნდა 24 აგვისტოს, ბებია ბროლის -შუშის ჩიქებს რომ ამსხვრევინებდა შუშაში ჩარჩენილი მუსიკის გამო…. მერე ,მოძებნა მუსიკა ამოიღო ამ ბიჭმა შუშებიდან, მთიდან, ჰაერიდან მოძებნა ბგერა -მუსიკა და მთელი ცხოვრება ამ მუსიკაშია და ცხოვრობს , ჩემო მამუკა მიყვარხარ შენ გენაცვალე, ჯანმრთელად იყავი ბიჭო”