“ბუტა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენს გულებში” – კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძე დღეს 35 წლის გახდებოდა
კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძე დღეს 35 წლის გახდებოდა. ახლობლები 19 წლის ასაკში მოკლულ ახალგაზრდას, სოციალურ ქსელში ემოციურად იხსენებენ.
“დღეს ბუტას დაბადების დღეა. 35 წლის უნდა გამხდარიყო, რომ არა ის ავბედითი დღე და საბედისწეროდ გასროლილი ტყვია, რომელმაც 19 წლის ,,ერთი კარგი” ბიჭის ტრაგედიაცა და გმირობის ისტორია წამებში დაწერა!!!”
“დღეს ბუტას დაბადების დღეა ზეციურ საქართველოს და მთელი ზეციური საქართველო აღნიშნავს ამ დღეს როგორც ნამდვილი ვაჟკაცის, რაინდის, კეთილი პიროვნების და დიდი მამულიშვილის დღეობას, სამწუხაროდ აქაურმა ნაძირლებმა და სამშობლოს მტრებმა მას უდროოდ მოუსპეს სიცოცხლე და გაიმეტეს სასიკვდილოდ ამ ცოდვილ მიწაზე, მაგრამ მის უკვდავებას ზეციურ საქართველოში ვერაფერი მოუხერხეს და თავისთვის ჯოჯოხეთში დაიმკვირეს ადგილი…