“კესომ სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე“

58

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს იმის შესახებ, რაც ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა, კესოს მეგობარმა მოუყვა. აღნიშნული ამბიდან გამომდინარე კი ნანუკა წერს, რომ კესომ მგონი მართლა გაარღვია ბნელი კედელი და თავისი სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე“.

„პირად საუბარს ვყვები და ამიტომ ვმალავ ვინაობას, კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა და ყოველთვის ღიად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას.

გუშინ, დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, ეს კაცი დახვდა სადარბაზოში და უთხრა, „არ შეგეშინდეს, შენ თუ რამე მსგავსი დაგემუქრება, იცოდე აქ ვარ“.

კესომ მართლა გაარღვია მგონი ეს ბნელი კედელი. სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.