“მე ცოდვილი ვილოცებ რომ ორივეს შეუნდოს უფალმა”

94

ლუკა კურტანიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

”18 სექტემბერს საშინელი მკვლელობა მოხდა დიღომში….ბევრი ითქვა დაიწერა ზოგმა პოლიტიკური ჭრილში სცადა გადაყვანა, არადა მსგავსი მდგომარეობა არის ტრაგედია უამრავი ადამიანისთვის, ვინც კვდება და ვინც ტანჯვისთვის განწირული რჩება ამ ქვეყანაზე! ამიტომაც მინდა სხვა კუთხით გაუსვა ხაზი ამ საზარელ ფაქტს იმიტომ რომ, სხვამ მსგავს მდგომარეობაში მყოფმა ეჭვით შეპყრობილმა თუ უსაზღვროდ შეყვარებულმა არ დაუშვას ფიქრითაც მსგავსი სისასტიკე…. რაც კესარიას აბრამიძეს და ბექა ჯაიანს გადახდათ…. ერთი გარდაიცვალა… მეორეც … უბრალოდ მისი სიცოცხლე უფრო მეტად ტანჯვაა იქნება როცა ბოროტი ძალის ეიფორია გადაუვლის და გაიაზრებს რა ჩაიდინა!ამ მდგომარეობას რაც ცოცხლად დარჩენილს აქვს ეს ბოროტი ძალის ხაფანგია, სადაც მწარედ გაება ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა…! არასოდეს არცერთ შემთხვევაში არავის აქვს უფლება სხვისი მოკვდინება! ღმერთი განგებს ყოველივეს და ის წყვეტს ვინ?! სად?! და როდის გავა ამ ქვეყნიდან! მეცოდება ადამიანი რომელიც იმისთვის დაისაჯა რომ უყვარდა ის ადამიანი ვინამაც ასე სასტიკად გაიმეტა….😔 მეცოდება… ბევრი მეტყვის ის ხომ ცოდვილი იყო ლუკა?! დიახ კი მითუმეტეს თუ ცოდვით იყო სავსე მით უფრო მეტად მეცოდება…,მე ცოდვილი ვილოცებ რომ ორივეს შეუნდოს უფალმა,რამეთუ უფლის სიყვარული მილიონჯერ აღემატება ადამიანისას! ნუ განიკითხავთ მათ და ნურც მე…და ნურც ნურავის… რადგან არავინ იცის ვინ ვიზე მეტად ცოდვილია ამ ქვეყანაზე….!უბრალოდ არავინ ვიცით ვინ როგორ ფუთავს თავის ასჯერ მეტად ცოდვას…! ზოგი რა სამოსით მალავს მომაკვდინებელ ცოდვას… ,ზოგი კი ცხვრის ტყავში გადაცმული ჭეშმარიტებაზე ქადაგებს! მსგავსნნი ათასჯერ საშიშნი არიან ვიდრე ის ადამიანი რომელიც ღიად ამბობდა რომ მე ესეთი განსხვავებული ვარ და ცდილობდა უბრალოდ ეცხოვრა ჩვენს გვერდზე….მეტი არაფერი! მეცოდება სულის სიღრმემდე! მე სანთელს ავანთებ მის სახელზე და შევთხოვ უფალს მისი უსასრულო სიყვარულითა და მიტევებით მიუტევოს კესარია აბრამიძეს მისი ცოდვანი ამ ქვეყანაზე! ამინ … ნუ მოკლავთ უპირველესად თქვენს სულსა და სიცოცხლეს! ნუ გაიმეტებთ ერთიმეორეს ასე სასტიკად! ნუ შერაწყოფთ და ნუ დაამცირებთ თქვენს სიცოცხლეს! აპატიეთ! აპატიეთ და გწამდეთ ეს გზა ათასჯერ მეტად დაფასებული იქნება მამა ღმერთისგან ❤️🙏რა არის მსგავს მდგომარობიდან გამოსავალი?! გარიდება და სინანული შენი შეცდომების! სხვა არავის განკითხვა, მხოლოდ შენი ცხოვრების გზის და შეცდომების დათრგუნვა შენში მხოლოდ ერთი საშუალებით…. სინანულით! მე ეს გზა უფალმა მასწავლა ❤️ გიყვარდეთ ერთიმეორე!გიყვარდეთ და გწამდეთ უფალი უსასრულო სიმშვიდით და ბედნიერებით დაგაჯილდოვებთ, როცა არ ელოდებით მაშინ მოვა ის ძალა რომელიც სიცოცხლეს მოგანდომებთ ამ ქვეყანაზე❤️🙏 არ მოკლათ!! უბრალოდ გიყვარდეთ ❤️ მიუტევეთ🙏 აპატიეთ🙏 და ისევ უფრო მეტად გიყვარდეთ ვიდრე ოდესმე❤️🙏”