შატილის ტრაგიკულ ტურზე ნუცა დედასთან ერთად დაიღუპა

786

შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფისას ერთ-ერთი დაღუპული ნუცა ყანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ნუცას დედაც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის მეგობრები წერენ.

,,ეს რა დღე გათენდა ღმერთოოო. ჩემო ნიჭიეროო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა. ჩემო ბავშვობის და გონების ნაწილოო. თან დედასთან ერთად, მაია დეიდა, საოცრად თბილი და კარგი ადამიანი. როგორ მტკივა გული ღმერთოოო. ნათელი და სანთელი დაგიმკვიდროთ უფალმა მარადიულ სასუფეველში”, – წერს ნუცას მეგობარი სოციალურ ქსელში.