პროდუსერი გიორგი ხაბურზანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ ქუჩაში, ორი ახალგაზრდა ბიჭი გამვლელებთან პლაკატით მიდიოდნენ და ფულს თხოვდნენ. პლაკატზე, უშნოდ ეწერა რაღაც ტექსტი, იმ პათოსში რომ შეყვარებულს დაბადების დღე აქვს და ფულს ვაგროვებ, დამეხმარეთ რომ საჩუქარი ვუყიდოო. თავი თან ძალიან “cool” და “საყვარლები” ეგონათ. ალბათ იმასაც ფიქრობდნენ, რომ გამვლელები ამას რაინდულ საქციელად აღიქვამდნენ და არა მათხოვრობად. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ამ ორი ქმედითუნარიანი ბიჭის საქციელი სიმპტომატიურია და კარგად აჯამებს ქართულ ნაცარქექიობას. დარწმუნებული, ვარ ორივეს ექსპერტული დონის აზრები აქვს ყველაფერზე ამ ქვეყანაში, მაგრამ იმის მაგივრად რომ იმუშაოს და მშპ შექმნას, მაშინ მაინც როცა თავის შეყვარებულს საჩუქარი უნდა უყიდოს, პლაკატსაც კი ვერ ხატავს ნორმალურს. არ ქმნის არანაირ ღირებულებას და საზოგადოებას აწვება ტვირთად. ასევე, უპასუხისმგებლობაა, როცა ქმედითუნარიან ახალგაზრდას, საქველმოქმედო ბაზრის წილი მიაქვს და ის თანხა რაც მათ შეაგროვეს, გამოაკლდა სოციალურად დაუცველ ადამიანს, ვისაც მართლა სხვა გზა არ აქვს და ქუჩაში ზის.”