“სიმსივნე არ არის განაჩენი, ეს სიტყვები ყველამ დაიჯეროს” – ნინი ქარსელაძე მიმართვას ავრცელებს

31

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„თუ კი ვინმეს ჩემთან რაიმე შეხება მაინც ჰქონია ბოლო წლებში, ყველამ იცის, რომ ღმერთს სულ იმას ვთხოვ, რომ „სიმსივნე არ არის განაჩენი“. ეს სიტყვები ყველამ დაიჯეროს!

მინდა, რომ ყველა იყოს ჯანმრთელი, სულ ამას ვევედრები უფალს, რომ ეს დაავადება აღარ იწირავდეს ადამიანების სიცოცხლეს!

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, დროულად ჩაიტარეთ კვლევები, არ გადადოთ!

ყველა დღეს აქვს მნიშვნელობა, მთავარია არ იყოს დაგვიანებული. დანარჩენს აუცილებლად ეშველება!

გისურვებთ ჯანმრთელობას“, – წერს ნინი ქარსელაძე.