“როგორ დაღოღავს საყვარლად“ – ქეთი ხატიაშვილი შვილთან ერთად ვარჯიშის სახალისო ვიდეოს გვიზიარებს

63

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი რამდენიმე თვის წინ მეორედ გახდა დედა.

ქეთი უკვე აქტიურად ვარჯიშობს და გამომწერებს ხშირად უზიარებს ვიდეოებს, სადაც ორსულობის შემდგომ ფორმაში ჩადგომის ვარჯიშებს აკეთებს.

ქეთიმ მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად მისი პატარა შვილიც არის.

აქნევების გარეშე ვარჯიშს არ ვასრულებ ძირითადად, მხატვრულ ტანვარჯიშში და ბალეტში ეს საბაზისო მოძრაობაა. მოქნილობის განსავითარებლად უკარგესი მოძრაობაა.

ყველა მხარეს 20-20 ჯერ/

მიაქციეთ ყურადღება სისწორეს – მუხლები, ცერები, ზურგი, კისერი, ყველაფერი გამართული და დაფიქსირებულია!“, – წერს ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში.

ამჯერად ქეთის გამომწერების ყურადღება ვარჯიშის ნაცვლად, მისმა შვილმა მიიქცია.

„აქნევები არ ვიცი, მე სიყვარულიკს ვუყურებ“,

„ბავშვიკი როგორ დაღოღავს საყვარლად“,

„პატარა მუხლუხო“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.