new_year

“90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს მონასტერი ქეთის მეორე სახლია”

75

4 დეკემბერს ქეთი დოლიძე 77 წლის გახდა. რეჟისორი ამ დღეს ტრადიციულად ბოდბის დედათა მონასტერში ჩავიდა. როგორც პრაიმტაიმთან მისი ქალიშვილი, თამრი ბზიავა ამბობს, ქეთის ამ მონასტერთან წლები აკავშირებს.

თამრი ბზიავა: სხვა უამრავ ადამიანთან ერთად, ქეთი ერთ-ერთი უპირველესია, რომელიც ბოდბის მონასტერს ეხმარება. პატრიარქის ინიციატივით, 1992 წლიდან მოყოლებული, მონასტრის მეურვეობა ჩაებარა…

ს მარმარილოს ქვა, რომელიც წმინდა ნინოს საფლავზეა განთავსებული, პატრიარქის დავალებით, ქეთიმ ჩამოაბრძანა კაბადოკიიდან. 90-იანი წლების ქალთა მოძრაობა – “თეთრი მანდილის” რამდენიმე წევრთან ერთად, ტრაბზონის გავლით ჩავიდა კაპადოკიაში (შოთი და აჩი არველააძეები მაშინ ტრაბზონში თამაშობდნენ და ისინიც დაეხმარნენ) და დათქმული ადგილიდან წამოაბრაძანა ეს მარმარილოს ქვა. არ ვიცი, რატომ მაგრამ დედას დაავალა პატრიარქმა ამის გაკეთება.

მახსოვს, პატარა ვიყავი, რვა წლის ვიქნებოდი, როდესაც ბოდბეში პირველად ჩავედით. 

ამ მონასტერს უმძიმესი წლები აქვს გადატანილი. კომუნისტების დროს საავადმყოფოდ იყო გადაკეთებული და ოპერაციებს აკეთებდნენ ერთ-ერთ ხატზე. ეს ხატი სასწაულმოქმედია. საოცარია ცალკე დედა თეოდორას ისტორია, რომელიც ომშიც ნამყოფია. 

მოკლედ, იმ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს მონასტერი ქეთის მეორე სახლია. არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ამბობს, რომ აღარ ვიქნები, აუცილებლად ბოდბის მონასტრის ეზოში, ერთ-ერთი კიპაროსის ქვეშ დამასაფლავეთო. 

თავის დაბადების დღეს იქ ჩადის. დედა თეოდორა ელოდება. ამჯერად მე არ მეცალა, თავის მეგობართან ერთად ჩავიდა. თან თოვდა, იყო სიმშვიდე… ქეთი გიჟდება თოვლზე. დაახვედრეს ტორტი, პატარ-პატარა რაღაცებს ახვედრებენ ხოლმე დედები.

ხშირად ჩავდივართ. აღდგომას სულ იქ ვართ. 4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა. მახსოვს, 70 წლის რომ გახდა, იერუსალიმში ვიყავით ამ დღეს. 

ბოლო ხუთი წელია მეც ჩემს დაბადების დღეს, 31 მაისს (მეორე დღეს ნინოობაა) მონასტერში ჩავდივარ. 

ტაძარში, იქ, სადაც წმინდა ნინოს საფლავია, ჩვენი საყვარელი ადგილი გვაქვს, სადაც დედები გალობენ და იმ ადგილას ვდგავართ წირვაზე, წმინდა ნინოს ძველ ფრესკასთან… 

ქეთი 77 წლის გახდა. ღმერთის წყალობით, ძალიან ენერგიულია. პანდემიის შემდეგ ცოტა უფრო ნაკლებად, თუმცა დიდი სხვაობით არა, ისევ ძველებურად ხალისიანი და ენერგიულია. მიხარია, ეს ასაკი რომ არ ეტყობა…