new_year

“პირველი შობა ჩემი პატარა ანგელოზისთვის… დიდი მადლობა ტკბილ ბებიას, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებული გახადა“

63

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია შობას პატარა ქალიშვილთან და ოჯახთან ერთად აღნიშნავენ.

ოჯახურ გარემოში, ნაძვის ხესთან და საშობაო სუფრასთან გადაღებულ ფოტოებს ჯორჯინა „ინსტაგრამის“ გამომწერებს უზიარებს, აღსანიშნავია, რომ წყვილი შობას ილია თოფურიას მშობლებთან, ძმასთან და დებთან ერთად შეხვდა.

„დგება დღე, როდესაც ხვდები, რომ საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ კი არა, მაგიდის ირგვლივ არის, პირველი შობა ჩემი პატარა ანგელოზისთვის. დიდი მადლობა ჩვენს ტკბილ ბებიას, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებული გახადა“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუია.